Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვფიქრობთ, 2027 წლის ბოლოს – 2028 წელს გვექნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველი ტვირთები მივიღოთ

მარშალ პრესი 12/02/2024
ლევან დავითაშვილი

ვფიქრობთ, 2027 წლის ბოლოს – 2028 წელს გვექნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველი ტვირთები მივიღოთ, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ამ პროექტზე მუშაობა თანმიმდევრულად, გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სწორად უნდა გაკეთდეს, ისე რომ მან შეასრულოს ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ მას ექნება სატრანსპორტო სექტორში და ის ე.წ. შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლი იქნება. შესაბამისად, ჩვენ ამას ვაკეთებთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, კანონმდებლობის შესაბამისად, იმ კვლევების საფუძველზე, რომლებშიც ჩართული იყო ყველაზე წამყვანი საექსპორტო კომპანიები“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, წელს სახელმწიფო შეარჩევს კერძო პარტნიორს, რომელთანაც ერთად განავითარებს პორტს. წელსვეა დაგეგმილი ძირითადი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება.

მინისტრმა ასევე შუა დერეფნის კონტექსტში რკინიგზის, საგზაო ინფრასტრუქტურის და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობას მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

Post navigation

Previous: მამუკა ხაზარაძე ითხოვს კონკრეტული ფაქტის დადებას, თუ როდის გამოასახლა მან ადამიანები საცხოვრებლიდან (ვიდეო)
Next: უგუნური განცხადებები ნატოს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება – შარლ მიშელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.