Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიახ! მეც იქ ვიდექი! ვიდექი და ცრემლებით მქონდა თვალები სავსე, ნუთუ იმ გოგონას სიცოცხლე ფეხებზე გკიდიათ? ან მეგობრები არ გყავთ? ან მშობლები?!

მარშალ პრესი 11/02/2024
გიგა პაპასკირი

მუსიკოსი (დიჯეი) გიგა პაპასკირი ერთ-ერთია, ვინც მამა შალვა კეკელიას ინიციატივით გადახდილ პარასკლისს დაესწრო კლუბ ბასიანთან, სადაც ახალგაზრდა გოგონა კლუბური ნარკოტიკით გარდაიცვალა.

“დიახ! მეც იქ ვიდექი! ვიდექი და ცრემლებით მქონდა თვალები სავსე! განადგურებული ვიდექი და ამავდროულად ბედნიერი, რომ ირგვლივ ამდენ ახალგაზრდა თუ მოხუც ადამიანს ვხედავდი, ამდენ სიყვარულს და დაფასებას! მე ჩემი შვილების მაგივრად მტკიოდა! მე მრცხვენოდა იქ დგომა და ჩემს თავს ვადანაშაულებდი და არ ვიცი რატომ მქონდა ამხელა დანაშაულის შეგრძნება!

მამა შალვა კეკელიამ და იქ მყოფმა მღვდლებმა ისაუბრეს იმ ფაქტის შესახებ, რაც მოხდა რამოდენიმე დღის წინ. კლუბიდან გამოსული გოგონა გარდაიცვალა! და სწორედ ამ კლუბის მიმდებარედ მამა შალვამ ჩაატარა პარაკლისი.

მიუხედავად იმისა რომ დიჯეი ვარ და მუსიკასთან ძალიან ახლოს ვარ და მიწეს სხვადასხვა კლუბებში დაკვრა! მე მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომ უარი თქვან ნარკოტიკზე!
ყოველი პარასკევი, შაბათი, კვირა, სავსეა საავადმყოფოები ახალგაზრდებით, (ინტოქსიკაცია, ნარკოტიკის უხვი რაოდენობით მიღება). უამრავი მეგობარი თუ ნაცნობი დავკარგე უკვე! და არა მარტო მე! დავკარგეთ ყველამ!

გაიგეთ, რომ ეს არ არის ტენდენცია და არ არის გოიმობა და არ ხარ ცუდი ტიპი თუ კლუბურ ნარკოტიკს არ მიიღებ! ამით არაფერს არ ჩამორჩები!
თუმცა, დღეს, იმ კლუბმა, სადაც ეს ფაქტი მოხდა დღეს ღონისძიება ჩაატარა და მინდა ვკითხო იქ მყოფ ახალგაზრდებს, ნუთუ იმ გოგონას სიცოცხლე ფეხებზე გკიდიათ? ან მეგობრები არ გყავთ? ან მშობლები?!

არ ვიცი! მრცხვენია თქვენს მაგივრად! სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და რწმენა! აი ეს დავკარგეთ ახალგაზრდებმა!”– წერს გიგა პაპასკირი.

მამა შალვა კეკელიას მიერ, კლუბ “ბასიანთან” ჩატარებულ პარაკლისს ღლიცინით გამოეხმაურნენ ნატა ფერაძე, თბილისი პრაიდის ბუღალტერი გიორგი თაბაგარი და მათი თანამოაზრეები.

 

Post navigation

Previous: დაკავებულია 20 პირი – შსს-მ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
Next: სოფელ ტაშისკართან, მთის ფერდობიდან ღელის მიმართულებით მიწის მასა ჩამოიშალა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.