Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ გამოვა ეგ საქმე ბატონო ჯუნიორ. არ გამოვა, რადგან ხალხს კარგი მახსოვრობა აქვს და არა მარტო მოძალადეების შესახებ იცის ყველაფერი, იმათ შესახებაც ვინც იმ სისტემას ქმნიდა და ემსახურებოდა – გია გაბრიჭიძე გიორგი ვაშაძეს

მარშალ პრესი 10/05/2022
გია გაბრიჭიძე

ხან პრემიერ-მინისტრობაზე აქვთ პრეტენზია მაშინ, როცა პარლამენტში კინკილა-ნახევარი დეპუტატი ძლივს გაჰყავთ და კიდევ მრავალ სისულელეს გვთავაზობენ. კი ბატონო, სწორად მიხვდით – გიორგი ვაშაძეზე ვამბობ, რომელმაც ნაცების დანაშაულებებზე – აღარ გვინდა პრეისტორიული წარსულის გახსენებაო, განაცხადა – ასე ეხმიანება გია გაბრიჭიძე გიორგი ვაშაძის პარლამენტში გაკეთებულ შეფასებას.

„ნაცებს და მის სატელიტებს, რომლებიც ვითომდა დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებენ, მუდამ უკვირთ მათ მიმართ ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება. უამრავ ინგლისურ სიტყვებს ისვრიან თავიანთი განსწავლულობის საჩვენებლად – ქვეყანა ჰაბი, და მსგავსი სისულელეები. დატანტალობენ ამერიკებში, ევროპებში და შემდეგ იქედან “გვაშინებენ” – ვადამდელი გარდაუვალია და ჩვენ მოვდივართო. ხან პრემიერ-მინისტრობაზე აქვთ პრეტენზია მაშინ, როცა პარლამენტში კინკილა-ნახევარი დეპუტატი ძლივს გაჰყავთ და კიდევ მრავალ სისულელეს გვთავაზობენ. კი ბატონო, სწორად მიხვდით – გიორგი ვაშაძეზე ვამბობ, რომელმაც ნაცების დანაშაულებებზე – აღარ გვინდა პრეისტორიული წარსულის გახსენებაო, განაცხადა. როგორ გინდა აუხსნა, რომ ვერანაირ ჰაბს ვერ შექმნი, ვერანაირად ვერ გახდები პრემიერი, თუ წარსული არ გტკივა და იმ ბოროტებას, რომელიც სულაც არ არის წარსული, არამედ ახლაც თავისი ყვითელი ღოჯებით ჩვენს შეჭმას ცდილობს, არ დაუპირისპირდები, არ იბრძოლებ ქვეყნის მათგან გასაწმენდად და პირიქით – დავიწყებისკენ, “ლაითად” გატარებისკენ მომიწოდებ? არ გამოვა ეგ საქმე ბატონო ჯუნიორ. არ გამოვა, რადგან ხალხს კარგი მახსოვრობა აქვს და არა მარტო მოძალადეების შესახებ იცის ყველაფერი, იმათ შესახებაც ვინც იმ სისტემას ქმნიდა და ემსახურებოდა. დაელოდეთ იმ არჩევნებს, როცა ნაცები და წარსულ-დავიწყებული ხალხი გადაწყვეტს ქვეყნის ბედს, მანამდე კი ილაპარაკეთ, ილაპარაკეთ, ილაპარაკეთ. დიდხანს მოგიწევთ ლოდინი და მეტი რა გაქვთ საქმე (ჰო მართლა – სწრაფი ტესტებიც არ დაგავიწყდეთ.“ – წერს გაბრიჭიძე facebook – ზე.

Continue Reading

Previous: დარდობთ გამზრდელმოტ@ნულები მიშას განავალი და შარდის ანალიზი აქვს ცუდადო… ძაღლი მიაკვდა სულში მაგის დედა მოვტ@ან….
Next: ნინო ფოჩხუა გიორგი ვაშაძეს: სამაგიეროდ, საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს და არ დაივიწყებს არასდროს დაკარგულ ტერიტორიებს, ქვეყნის ოკუპაციას, ბიზნესის და ბიზნესმენების ტერორს და წართმეულ ქონებას, შელახულ და ფეხქვეშგათელილ ადამიანის უფლებებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025