
კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს:
“ახლა კარგად მომისმინე ბაბო სალომკა! არც კი ვიცი, როგორ მოგმართოთ, რადგან ქართველი ხალხის პრეზიდენტად ვერ მოგიხსენიებთ, მით უფრო, ბოლო პერიოდში, თქვენი “მოღვაწეობის”შემყურე!
სამწუხაროა, რომ ხალხი და მით უფრო ახალგაზრდობა, ბრმა და ლოგიკას მოკლებული გგონიათ?! ამაზრზენია, როცა “ევროპული ღირებულებების მქუხარე დამცველის” მანტია მორგებული, ახალგაზრდებს მოუწოდებთ გამოგყვები და რეალურად კი, მათი თანატოლების და ათასობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელ, სისხლისმსმელ ჯალათებთან გვერდით დგომისკენ უხმობთ!
ეს გარეწრობაზე და ცინიზმზე მეტია! რატომ ფიქრობთ, რომ ახალგაზრდობა ადვილად სამართავია პოპულისტური ლოზუნგებით?!
ეს აღარაა ტყუილებით მოწამლული თაობა! კორუფციასთან ბრძოლისკენ უხმობთ, ელიტარული კორუფციის მამამთავრის დამქაშებთან დგომით?! – სასაცილო აღარაა, ამაზრზენია!
ევროპისკენ უხმობთ, დღემდე გრუ-ს გენერალი ნაპრეზიდენტალის ბიძის დირექტივებით მართულ, სამაჩაბლოს ქვების გროვად “ჩამოვწერ”, კოდი რის გამყიდველ და გმირი ბიჭების გვამებზე, რუსთაველზე მოტაშფანდურე გარეწრებთან მიუძღვებით?!
აფერუმ თქვენ ქალობას‼️ ამაოდ იღლებით, ეს მოაზროვნე, თავისუფალი და ლაღი თაობაა, არავის დირექტივებზე არ ივლიან, ისინი უკეთეს მომავალს ქმნიან, სადაც პოპულიზმს, მონურ ფსიქოლოგიას, არც კორუფციას და არც ქვეყნის გამყიდველებს ადგილი არ ექნებათ‼️”– წერს დავით ოქიტაშვილი.