ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინების 12 წლის ზემოთ გამოყენებაზე დასტურს თუ გასცემს, შესაძლოა, ჩვენც დავუშვათ – ამირან გამყრელიძე

242
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინების 12 წლის ზემოთ გამოყენებაზე დასტურს თუ გასცემს, შესაძლოა, ასაკობრივი ზღვარი საქართველოშიც დაწიოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„იცით, რომ ჯერჯერობით ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ „ფაიზერის“ გამოყენება დაშვებულია 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში. დაიწყო შტატებმა, კანადამ, სამი დღის წინ ჩაერთო იტალია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა.

როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მისცემს დასტურს, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩვენც შესაძლოა, ვაქცინის გამოყენება 12 წლის ასაკის ზემოთ დავუშვათ. ასევე რა ინფორმაციაც მაქვს, ვაქცინის 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენების მიზნით კვლევები მიმდინარეობს ჩინურ ვაქცინებზე, აგრეთვე „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნაზე“. მარეგულირებლები დასტურს თუ მისცემენ, საქართველოც შესაბამისად გადავა, რადგან მოგეხსენებათ, ბავშვებში ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ისინი აქტიური გამავრცელებლები არიან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა 12-15 წლის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება