ვაქცინაციის პროცესის წახალისების საკითხზე დღეს ვაქცინაციის ექსპერტების საბჭოსთან ვიმსჯელებთ – თამარ გაბუნია

215
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ვაქცინაციის პროცესის წახალისების საკითხთან დაკავშირებით დღეს ვაქცინაციის ექსპერტების საბჭოსთან ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესის წახალისების დაწესების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მთელი რიგი ეთიკური ასპექტების გათვალისწინება. გაბუნიას თქმით, არ უნდა შეიზღუდოს მოქალაქისთვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.

„წახალისების სხვადასხვა მექანიზმი ევროპის ქვეყნებშიც მოქმედებს. ამერიკაში აქტიურად იყენებენ ამ მექანიზმებს. ჩვენ დღეს ვაპირებთ ამ საკითხზე დამატებით მსჯელობას ვაქცინაციის ექსპერტების საბჭოსთან. წახალისების დაწესების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მთელი რიგი ეთიკური ასპექტები, რომ არ იყოს დისკრიმინაციული, არ იყოს იმდენად მაღალი მონეტარული სარგებლის მატარებელი, რომ ამან გადაწყვეტილება იქონიოს და რაღაცნაირად შეზღუდოს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. მოკლედ, მთელი ეს საკითხები იქნება დამუშავებული. ვფიქრობ, მაისის ბოლოსთვის უფრო კონკრეტული პაკეტი გვექნება იმისთვის, თუ რა შემთხვევაში და როგორ გამოვიყენოთ წახალისება“, – განაცხადა თამარ გაბუნია.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება