ივლისში ყოველდღიურად 20-25 ათასამდე ადამიანი უნდა ავცრათ – ამირან გამყრელიძე

180
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ივლისში ვაქცინაციის ტემპი უნდა გააქტიურდეს და დღეში 20-25 ათასამდე ადამიანი აიცრას.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე საქართველოში 1 700 000 მოქალაქე უნდა იყოს ვაქცინირებული.

„ჩვენ წლის ბოლომდე უნდა ავცრათ 1 700 000 ადამიანი, ამიტომ აუცილებელია ტემპის გაორმაგება. ვემზადებით ივლისისთვის, როცა ქვეყანაში შემოდის სხვადასხვა ვაქცინის მნიშვნელოვანი მარაგი და ჩვენ უნდა გადავიდეთ ინტენსიურ აცრებზე. დღეში უნდა ავცრათ დაახლოებით 20-25 ათასამდე ადამიანი. რეგისტრაციის ორივე ფორმა იქნება. რა თქმა უნდა, იქნება წინასწარი რეგისტრაცია პორტალზე, მაგრამ რადგან სოფლის მოსახლეობას ეს უჭირს, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ე.წ. ცოცხალი რიგი, ასევე წითელ ჯვარს ვთხოვთ და ზაფხულში აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში სტუდენტები, რათა ხანდაზმულ ადამიანებს, ვისაც ინტერნეტთან მუშაობის ჩვევები ნაკლები აქვთ, დაეხმარონ დარეგისტრირებაში. ასევე პარალელურად გვექნება ვირტუალური კაბინეტები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ, დარეგისტრირდნენ და აიცრან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება