„ფორმალური მოქმედი პრეზიდენტი თუ როგორი უსაქციელოა, კარგად ჩანს რადიკალებთან მისი რაღაც ‘ერთობის ფანჩატურის’ შექმნით“-ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და ალიანსი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“.
„როგორი უპრინციპო და ამორალურნი არიან სააკაშვილი და მისი ანტურაჟი – ღია თანამშრომლობა მათთვის ერთ დროს რუსეთის ე.წ. აგენტ სალომე ზურაბიშვილთან. ფორმალური მოქმედი პრეზიდენტი თუ როგორი უსაქციელოა, კარგად ჩანს რადიკალებთან მისი რაღაც ‘ერთობის ფანჩატურის’ შექმნით. მარტივად – ‘სახლობანას’ ანუ ‘პოლიტიკობანას’ თამაშობენ ურეიტინგო, უსამშობლო ლუზერები“– წერს გია აბაშიძე.
