Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციები სხვას თუ სთხოვენ, თვითონაც უნდა აჩვენონ ამ მხრივ მაგალითი – არჩილ თალაკვაძე

მარშალ პრესი 10/02/2024
თალაკვაძე

ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას მომავალშიც შეასრულებს და გამჭვირვალობის სტანდარტს უფრო გააუმჯობესებს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები სხვას თუ სთხოვენ, თვითონაც უნდა აჩვენონ ამ მხრივ მაგალითი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნაა, ყველამ იცოდეს, ვინ რა ინტერესებით არის მოტივირებული.

„ვეთანხმები შალვა პაპუაშვილს, რომ ანგარიშვალდებულება უნდა ვაჩვენოთ ჩვენც, რომლებსაც გვთხოვენ, ანგარიშვალდებული ვიყოთ, მაგრამ მათაც მართებთ ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა. თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნაა, ყველამ იცოდეს, ვინ ვისი სახელით ლაპარაკობს და ვინ რა ინტერესებით არის მოტივირებული.

ამ მიმართულებით, სხვათა შორის, თვითონ არასამთავრობო სექტორს აქვს არაერთი დასკვნა, კვლევა, შეფასება გაკეთებული წარსულში, სადაც ჩანს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ნამდვილად აქვთ ანგარიშვალდებულების პრობლემა. საკუთარ დასკვნებში და შეფასებებში თავად აღნიშნავენ ამას. ამიტომ, ამ მიმართულებით ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას შეასრულებს მომავალშიც და კიდევ უფრო გააუმჯობესებს ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის სტანდარტს. არასამთავრობო ორგანიზაციები სხვას თუ სთხოვენ, თვითონაც უნდა აჩვენონ ამ მხრივ მაგალითი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: აბსოლუტურად ცხადია განსხვავება მომაკვდავ სააკაშვილსა და დღევანდელ სააკაშვილს შორის – გიორგი ბარამიძე (ვიდეო)
Next: გვახსოვს „შალიკოს ფანჩატური“, დღეს სალომეს რაღაც იქნება – კახა კალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.