Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მზად ვარ, ირაკლი კობახიძესთან ერთად გავაღრმაოთ თანამშრომლობა ჩინეთსა და საქართველოს შორის – ჩინეთის პრემიერი

მარშალ პრესი 10/02/2024
ლი ქიანგი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სა – ხელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრი ლი ჩიანგი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

როგორც ლი ჩიანგი ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, მზად არის, საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან ერთად იმუშაოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

„თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ, რომ თქვენ მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შესახებ შევიტყვე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და ასევე ჩემი სახელით, მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ. ამჟამად ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ჯანსაღ იმპულსს იძენს, მყარდება ორმხრივი პოლიტიკური ნდობა, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობა სტაბილურად პროგრესირებს და საერთაშორისო ურთიერთობებში კოორდინაცია უფრო მჭიდრო ხდება. მზად ვარ, თქვენთან ერთად, თანამშრომლობა გავაღრმაოთ ჩინეთსა და საქართველოს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ ორმხრივი კავშირების შემდგომ განვითარებას. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას და ქართველ ხალხს ბედნიერებას, ჯანმრთელობას“, – ნათქვამია ჩინეთის პრემიერ-მინისტრის წერილში.

Post navigation

Previous: პატრიარქი ილია მეორე ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს
Next: ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი და ირაკლი სესიაშვილი ღირებული კადრები, პროფესიონალები არიან – არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე გადაწყვეტილება გადაიხედება – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.