Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სააკაშვილის მოწოდება სხვა არაფერია თუ არა დესტაბილიზაციის ახალი კერის შექმნა – ზაალ ანჯაფარიძე

მარშალ პრესი 09/02/2024
ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, არ აპირებს მოქმედი პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას, თუმცა მის ადგილას რომ იყოს, სახალხო პლატფორმას ქუჩაში გადაიტანდა და თუ პრეზიდენტი აიღებს ამ ინიციატივას, მას მხარს დაუჭერს.

„ორიოდე დღის წინ ვწერდი სააკაშვილ-ზურაბიშვილის ტანდემის შექმნის მცდელობაზე, რაც შედის ენმ-ს და მისი სატელიტი ოპოზიციის ინტერესებში – ზურაბიშვილის მეშვეობით შექმნან დესტაბილიზაცია, რომ მღვრიე წყალში ადვილად დაიჭირონ თევზი.

სააკაშვილის მოწოდება სხვა არაფერია თუ არა დესტაბილიზაციის ახალი კერის შექმნა ვნახოთ, გადაიქცევა თუ არა სალომე ზურაბიშვილი მარიონეტად სააკაშვილის ხელში და გამოაყენებინებს თუ არა მას თავს. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებია, როგორც ჩანს საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, გამორიცხული არაფერია. თუმცა, მცირე იმედია რჩება, რომ კეთილგონიერება შერჩა და საკუთარ ცხვირს იქითაც იყურება P.S. მიშას ჰგონია ჯვარს თუ ჩამოიკიდებს გამოსაჩენ ადგილას, ვინმეს მის ქრისტიანობაში და ღვთისმოშიშობაში დაარწმუნებს?“- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: თურქეთის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
Next: გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებაში მისი და სააკაშვილის მოსვლის შემდეგ საქართველოში ბიზნესი და კერძო საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.