IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მე არ მჭირდება ამის გამეორება, თქვენ ეს ისედაც კარგად მოგეხსენებათ. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი არის ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების პროგრამის განვითარების ფლაგმანი, – ამის შესახებ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როსარია პუგლისიმ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) საინფორმაციო შეხვედრაზე განაცხადა.

მისვე თქმით, ნატოსთვის უმნიშვნელოვანესია პარტნიორებთან მუშაობა და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„მსოფლიოში, სადაც კონფლიქტები და არასტაბილურობა იზრდება, მრავალმხრივი მუშაობა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე. რაც უფრო მეტი შესაძლებლობა და მიდგომა გვექნება ყველას, მით უფრო დაცულები ვიქნებით. მინდა აღვნიშნო, რომ ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ უწყებათაშორისი მიდგომა, არამედ მთელი საზოგადოებრივი მიდგომაც“,- განაცხადა როსარია პუგლისიმ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება