Skip to content
01/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

უკრაინაში ომი ადრე თუ გვიან დასრულდება, ქვეყანაც აღდგება, მაგრამ შვეიცარიის საბანკო სექტორს რეპუტაციის აღდგენაზე შეიძლება გაცილებით დიდი დრო დასჭირდეს

მარშალ პრესი 10/05/2022
ზაალ ანჯაფარიძე

ეს რეპუტაციული დანაკარგები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, თუკი შვეიცარული ბანკები, როგორიც არის მაგალითად Credit Suisse, მის კლიენტებს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ბანკს სასამართლო პროცესი მოუგო, დანაკარგის საკომპენსაციო თანხის გადმორიცხვის დაყოვნებას “აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებით” აუხსნიან – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მიმდინარე მოვლენებს.

„უკრაინაში ომმა და ასევე სანქციებით ომმა, შვეიცარიის ბანკებს ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რადგანაც სანქცირებულ პირების აქტივებზე გამოცხადებული ნადირობის შედეგად, ეს ბანკები მზარდი პოლიტიკური ზეწოლის ობიექტები გახდნენ. შესაბამისად შვეიცარიის საბანკო ინდუსტრია რისკავს საკუთარი რეპუტაციით.
ეს რეპუტაციული დანაკარგები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, თუკი შვეიცარული ბანკები, როგორიც არის მაგალითად Credit Suisse, მის კლიენტებს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ბანკს სასამართლო პროცესი მოუგო, დანაკარგის საკომპენსაციო თანხის გადმორიცხვის დაყოვნებას “აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებით” აუხსნიან.

არ ვამტკიცებ, უბრალოდ ვვარაუდობ, ეს შესაძლოა არ გახლდეთ მხოლოდ ბანკის გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინაის ომის კვალობაზე აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილია მიზნობრივი საკოორდინაციო საერთაშორისო ჯგუფი KleptoCapture (ინფორმაცია იხილეთ აქ), რომელსაც შეიძლება ითქვას აქვს გარკვეული კონტროლი შვეიცარიის ბანკებისა და მათი კლიენტების ურთიერთობებზე.

უკრაინაში ომი ადრე თუ გვიან დასრულდება, ქვეყანაც აღდგება, მაგრამ შვეიცარიის საბანკო სექტორს რეპუტაციის აღდგენაზე შეიძლება გაცილებით დიდი დრო დასჭირდეს.“ – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.

Continue Reading

Previous: საქართველო ამ გლობალურ არეულობაში, რომ იყოს ჩართული, ამის სურვილი, როგორც ჩანს არსებობს – ირაკლი ქადაგიშვილი
Next: შემთხვევით არაფერი ხდება, სავარაუდოდ, არც ეს მოვლენათა ჯაჭვი გადაებმებოდა ასე, საეჭვოდ შეყოვნებული ტრანზაქციები და პარალელურად მუდმივი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ ჩვენ აქ მეორე ფრონტი გაგვეხსნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025