
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდა სასოფლო საავტომობილო გზების, დარჩენილი დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები, აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტექნიკა და ადამიანური რესურსი, ასევე, იწმინდება უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები.
ტექნიკა მუშაობს ყველა მიმართულებით, მუნიციპალიტეტში, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემები უმოკლეს დროში აღმოიფხვრას.