Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გგონია დაავიწყდება საზოგადოებას ვინ იყავი და რა იყავი? – ირაკლი ზარქუა ნიკა გვარამიას

მარშალ პრესი 09/02/2024
ირაკლი ზარქუა

ამოფარებულები არიან დემოკრატიის მანტიას, მედია-მანტიას. ახლა, ახალგაზრდებს ამოეფარნენ და თითქოს, ახალი სახეა. ვინ არის ახალი სახე, გვარამია არის ახალი სახე? – ამის შესახებ “ქათული ოცნების” დეპუტატმა, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, ნიკა გვარამიას მიერ პარტიის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გვარამია წინა ხელისუფლების რეჟმის ერთ-ერთი შემოქმედი იყო და ისრების მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე გადატანა მას არ გამოუვა.

“რაც არ უნდა დაიმალო და ამოეფარო ამ ახალგაზრდებს, შენ გგონია დაავიწყდება საზოგადოებას ვინ იყავი და რა იყავი? ჩვეულებრივი ზონდერ-პროკურორი იყავი, იმ რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი. სააკაშვილზე გინდა მხოლოდ ისრები გადაიტანო? არა, შენც, ადეიშვილიც და დანარჩენი ზონდერებიც იყავით მთლიანად ამ ჯაჭვის და ქსელის ავტორები, კარგად გვახსოვს.” – მიმართა ირაკლი ზარქუამ გვარამიას.

Continue Reading

Previous: რადიკალიზაცია საქართველოს არაფერში სჭირდება და მაინც, ზოგიერთი არასამთავრობო სწორედ რადიკალებს უწყობს ხელს, რათა საქართველო ევროკავშირისკენ სავალ გზას ააცდინონ
Next: ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს, მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას – ჟოზეფ ბორელი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025