IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ყოველთვის მითქვამს და კიდევ გავიმეორებ – ჩვენს ქვეყანაში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთი საშუალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანაში სამწუხაროდ პოლარიზაცია იზრდება, ოპოზიცია კი სიურრეალისტურ იდეებს ავითარებს.

ზოგს პარლამენტში შეჭრა უნდა, ზოგი კიდევ რაღაცნაირად ხელისუფლების ცვლილებას ცდილობს, ამიტომ ჩემთვის საარჩევნო სისტემის ცვლილება არის ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ცვლილების ყველაზე სწრაფი გზა, არა ყველაზე უმტკივნეულო, ყველაზე სწრაფი; ეს არის საშუალება, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პოლიტიკური ველი გაიხსნას და ახალგაზრდების მაქსიმალური რაოდენობა შემოვიდეს და სულ ერთსა და იმავე სახეებს არ ვუყურებდეთ პოლიტიკაში. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, განვითარდეს და განახლდეს ქვეყნის პარტიული სისტემა, რომელიც დღეს უაღრესად დისკრედიტებულია, უბრალოდ ახალგაზრდებს დღეს პარტიის წევრობა არ სურთ, არანაირი კავშირი არ უნდათ, ჰქონდეთ. პერსონალურად ჩემთვის საარჩევნო სისტემის ცვლილება არის პირდაპირი საშუალება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტები და შემდგომ უკვე ყველა სხვა ელიტის თანდათან ცვლილება დაიწყოს. გავიდა 30 წელი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობიდან და საჭიროა, მეტი ახალგაზრდა იყოს სოციალური ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი სფეროში. ვთვლი, რომ პროპორციული არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი შესაძლებლობა ამ მიზნის მისაღწევად“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება