IMG.GE ___________________________________ IMG.GE

21 ოქტომბერს, ზუგდიდის „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა, იქ მყოფი თანამშრომლები და მომხმარებლები მძევლად აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი და უსაფრთხოდ გასვლის გარანტია მოითხოვა. გვიან ღამით სპეცოპერაცია იმით დასრულდა, რომ თავდამსხმელმა 3 მძევალთან ერთად, მოთხოვნილი თანხით ზუგდიდი დატოვა და წალენჯიხის რაიონის სოფელ კირცხთან მძევლები გაათავისუფლა და ტყეში გაუჩინარდა.

საზოგადოებაში უამრავი კითხვა გაჩნდა და მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ, თუ რატომ მოითხოვა თავდამსხმელმა ნახევარი მილიონი და თუ მაინც თავი ჰქონდა გადადებული, რატომ არ მოითხოვა მილიონი დოლარი.

ამერიკულ ფილმებში, გამტაცებლები, რომლებიც გამოსასყიდს ითხოვენ, თითქმის ყოველთვის ამბობენ, რომ ფული პატარა კუპიურებით მიაწოდონ. ოდესმე გიფიქრიათ, რამდენს იწონის მილიონი დოლარი, სხვადასხვა კუპიურებით? მარტივი მათემატიკური გამოთვლებით შესაძლებელია მივხვდეთ, რამდენად სწორად ან არასწორად იქცევიან კრიმინალები.

გასაგებია, რომ ნანატრი ჯეკპოტის მცირე კუპიურებით გატანა უფრო იოლია, რადგან გაცილებით მარტივია მათი გასაღება – უფრო იოლად ჩაიკარგებიან ფულის ნაკადში ისე, რომ არ მიიპყრობენ ყურადღებას, მაგრამ რაც მეტია ბანკნოტების რაოდენობა, მით მეტია მისი წონა.

ამ დროისთვის მიმოქცევაშია 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 დოლარის ნომინალები.

ასევე არსებობს უფრო დიდი ნომინალის ბანკნოტები, რომლებიც გამოიცა XX საუკუნის დასაწყისში. მათი უმეტესობა ძალაშია,  მაგრამ გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შეერთებულ შტატებში და ხშირად – მხოლოდ ბანკის შიგნით. ყველა ბანკნოტი, რომელიც დღეს იბეჭდება, იწონის 1 გრამს (ნომინალის მიუხედავად).

ამ მონაცემის მიხედვით ადვილია გამოვთვალოთ, რამდენს იწონის მილიონი დოლარი, 100-დოლარიანი კუპიურებით.

მაშ ასე: მილიონი დოლარი იწონის:

1-ცენტიანი მონეტებით – 250 ტონას. თითოეული მონეტის წონა 2,5 გრამია.

5-ცენტიანი მონეტებით – 100 ტონას. თითოეული მონეტის წონა 5 გრამია.

10-ცენტიანი მონეტებით – 22,68 ტონას. თითოეული მონეტის წონა 2.268 გრამია.

50-ცენტიანი მონეტებით – 22,68 ტონა. თითოეული მონეტის წონა 11,34 გრამია.

ხოლო 1 დოლარიანი მონეტებით – 8,1 ტონა. ერთი მონეტის წონაა 8,1 გრამი.

1-დოლარიან კუპიურაში იწონის 1 000 კილოგრამს.

2-დოლარიანი კუპიურებით – 500 კილოგრამს.

5-დოლარიანი კუპიურებით – 200 კილოგრამს.

10-დოლარიანი კუპიურებით – 100 კილოგრამს.

20-დოლარიანი კუპიურებით – 50 კილოგრამს.

50-დოლარიანი კუპიურებით – 20 კილოგრამს.

100-დოლარიანი კუპიურებით – 10 კილოგრამს.

თუმცა, ეს არ არის ყველაზე „მსუბუქი“ მილიონი დოლარი. 1928-1945 წლებში უფრო მეტი ნომინალის ბანკნოტები გამოიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლებიც დღემდე მოქმედებს, თუმცა აკრძალულია ამ ბანკნოტების გამოყენება ქვეყნის გარეთ.

მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის „აბსოლუტური ჩემპიონი“ – კუპიურების არსებობის შესახებ – 100 000-დოლარიანის წონით კატეგორიაში. ამგვარი ბანკნოტი მხოლოდ 42 ათასი გამოიცა და შესაბამისად, ერთი მილიონი დოლარი მხოლოდ 10 გრამი იქნება. ე.ი. ათი ცალი „ქაღალდი“. ასეთი მილიონის მინუსი სხვა კუპიურებით შედგენილ მილიონთან შედარებით არის ის, რომ მისი დახარჯვა შესაძლებელია მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბანკების შიგნით და სხვაგან – არსად.

მილიონი დოლარი 500-დოლარიანი კუპიურებით იწონის 2 კილოგრამს.
მილიონი დოლარი 1 000-დოლარიანი კუპიურებით – 1 კილოგრამს.
მილიონი დოლარი 5 000 დოლარიანი კუპიურებით – 200 გრამს იწონის.
მილიონი დოლარი 10 000-დოლარიანი კუპიურებით მხოლოდ 100 გრამია.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან თავდამსხმელს წინასწარ ჰქონდა გათვლილი იმ გზის რთული რელიეფი, რომლის გავლაც მას ფულით ხელში მოუწევდა, ისიც წინასწარ გათვალა, რომ ყველაზე იოლი გზა, სწრაფი გადაადგილებისთვოს,  იქნებოდა იმ წონის ზიდვა, რაც პრობლემებს არ შეუქმნიდა და არ შეაფერხებდა.

წყარო – “პრაიმტაიმი”

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება