Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი კვალიც მიდის – ირაკლი კობახიძე ანა ბუჩუკურს

მარშალ პრესი 08/02/2024
04

ნამდვილად არასწორი მოვლენაა, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი, თუმცა, შეგიძლიათ მოიკითხოთ, ვისგან და რატომ არის ეს კონკრეტული მოსამართლე პრივილეგირებული, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატის, ანა ბუჩუკურის შეკითხვას იმის შესახებ, რატომ ეძლევა ტელევიზიების საშუალებით პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილს პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის და თათბირების ჩატარების შესაძლებლობა, რაც საქართველოს კანონმდებლობით მას აკრძალული აქვს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლეგიტიმურია ნებისმიერი შენიშვნა, რომელიც სასამართლოს პოლიტიკურ პლატფორმად გამოყენებას ეხება, თუმცა, მისივე თქმით, კონკრეტული მოსამართლის კვალი შეიძლება მიდიოდეს იქ, სადაც პარტია “საქართველოსთვის” კვალი მიდის.

“ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, ჯერ კიდევ დეპუტატი ვარ და ამით ვსარგებლობ, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტად გამიჭირდება ასეთი კომენტარების გაკეთება, მაგრამ დღეს, ჯერ კიდევ შემიძლია გავაკეთო ასეთი კომენტარი. რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია ნებისმიერი შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება სასამართლო იყოს გამოყენებული როგორც პოლიტიკური სიტყვის თქმის პლატფორმა, თუმცა, კიდევ ერთხელ მოიკითხეთ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. საბოლოო ჯამში, კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი კვალიც მიდის.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ამ ტრიბუნიდან თქვენი ლიდერი „ნაცმოძრაობას“ დამთავრებას ჰპირდებოდა, თუმცა ძალიან მალე მათთან ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია შექმნა, ეს არის მისი და თქვენი პრინციპულობა – ირაკლი კობახიძე ბექა ლილუაშვილს
Next: კულტურისა და სპორტის სამინისტრო სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025