Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მადლობა ქართველ ხალხს, მანდატი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დღეს უნდა მოგვანიჭოს, ქართველი ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებულ ნდობას ეფუძნება

მარშალ პრესი 08/02/2024
ირაკლი კობახიძე

მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს. მანდატი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დღეს უნდა მოგვანიჭოს, ქართველი ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებულ ნდობას ეფუძნება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გასული 3 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე და მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, მტკიცედ დადგა მშვიდობისა და განვითარების მხარეს.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა საპარლამენტო გუნდის თითოეულ წევრს, რომლებთან ერთადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა.

„პრემიერ მინისტრობის კანდიდატის რანგში საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა ჩემთვის საკმაოდ ემოციურია. თითქმის 8 წლის განმავლობაში ვიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი და დღეს ვტოვებ პარლამენტის შემადგენლობას.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი საპარლამენტო წარსულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის, როგორც წამყვანი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და დამოკიდებულება აუცილებლად გამყვება მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეულ წევრს, რომლებთან ერთადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ – ინსტიტუციურად გავაძლიერეთ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, მივიღეთ კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც სრულად შეესატყვისება ევროპული კონსტიტუციონალიზმისა და საპარლამენტო დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს, ვახორციელებდით უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ინსტიტუციურ გაძლიერებას, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას, ეკონომიკის ზრდას, სხვადასხვა დარგის განვითარებას და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ემსახურებოდა.

ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ჩვენი საპარლამენტო გუნდის ერთიანობით, თითოეული თქვენგანის პრინციპულობით, პატრიოტიზმითა და ქვეყნის ინტერესების ერთგულებით. დიდი მადლობა თქვენ გუნდურობისთვის და მეგობრობისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს. მანდატი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დღეს უნდა მოგვანიჭოს, ქართველი ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებულ ნდობას ეფუძნება. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ გასული 3 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე და მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, მტკიცედ დადგა მშვიდობისა და განვითარების მხარეს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ევროკავშირი უკვე აპირებს აგენტების შესახებ კანონის მიღებას და თუ დროზე მიიღეს, გავიგებთ, იქ რამდენი ფული იხარჯება საქართველოს დამაზიანებელ და ცილისმწამებლურ კამპანიებზე
Next: სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.