IMG.GE IMG.GE
 დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნო.
აქტიურად მიმდინარეობს, სოფლების ლელოვანი – სამყური – ღორძეს დააკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 2კმ 426 მ ასფალტ – ბეტონის გზა სანიაღვრე არხებით, მილ-ხიდებით, გვერდულებით, ეზოში შესასვლელებითა და ცხაურებით. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 453 481 ლარია.
კომენტარის დატოვება
IMG.GE