Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ადამიანი, რომელიც ოპოზიციის გზავნილების თანახმად, იყო ფატალური რისკების წინაშე, დღეს აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკაში, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, გაუმჯობესდა თუ არა მისი მდგომარეობა

მარშალ პრესი 08/02/2024
ირაკლი კობახიძე

ადამიანი, რომელიც ოპოზიციის გზავნილების თანახმად, იყო ფატალური რისკების წინაშე, დღეს არის ჩართული და აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკაში, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, გაუმჯობესდა თუ არა მისი მდგომარეობა – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ნაცმოძრაობის წევრის თემურ ჯანაშიას კითხვას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილი თავად ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სერიოზულად არის გაუმჯობესებული.

“რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, ბატონი თემურ ჯანაშიას კითხვა იყო, ითქვა, რომ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, თუმცა შეგახსენებთ, რა იყო ოპოზიციის შესაბამისი ნაწილის რიტორიკა ამასთან დაკავშირებით, პირდაპირ მათი გზავნილები იყო, რომ დღეები იყო დარჩენილი, ეს არ არის ჩემი სიტყვები, ამას ამბობდნენ დაახლოებით ორი წლის განმავლობაში.

დღეს ეს ადამიანი ჩაერთო პოლიტიკაში, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, გაუმჯობესდა თუ არა მისი მდგომარეობა. ანუ, ადამიანი, რომელიც ოპოზიციის გზავნილების თანახმად, იყო ფატალური რისკების წინაშე, დღეს არის ჩართული და აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, თავად ბატონი მიხეილ სააკაშვილიც ადასტურებს, რომ მისი მგდომარეობა მანამდე რა იყო არ ვიცით, მაგრამ თავად ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სერიოზულად არის გაუმჯობესებული“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად დამთრგუნველი და დამამცირებელია სააკაშვილის მდგომარეობა, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას შეახსენებს, რომ სააკაშვილი ციხეშიც კი არ არის. „მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი არ არის ხიცეშიც კი.

ის არის კლინიკაში, ოროთახიან პალატაში. შეიძლება ადამიანი დაითრგუნოს იმით, რომ არის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში სხვა პატიმრებთან შედარებით. სხვა პატიმრებს უწევთ საკანში პატიმრობის ვადის მოხდა, მიხეილ სააკაშვილი არის ოროთახიან პალატაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მე დავითრგუნებოდი ამით მორალური შეხედულებიდან გამომდინარე. არ ვიცი რამდენად ითრგუნება ამით მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა  პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატთან – ამერიკის ელჩი
Next: ფუ, შენი სიცოცხლე რა ვთქვა – ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025