Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კობახიძის პოლიტიკური კლასი აშკარა უპირატესობაში იყო დღეს ოპოზიციურ გამომსვლელებთან მიმართებაში – არჩილ გამზარდია

მარშალ პრესი 08/02/2024
არჩილ-გამზარდია-640x408

კობახიძის პოლიტიკური კლასი აშკარა უპირატესობაში იყო დღეს ოპოზიციურ გამომსვლელებთან მიმართებაში.”- წერს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში, რომელიც ეხმიანება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის შეხვედრას ოპოზიციასთან.

“ოპოზიცია, ძირითადად, იყო დემაგოგიური, სადღეგრძელოებით გამოხატული, სუბიექტურ განწყობებზე ორიენტირებული ტრაფარეტული ტექსტებით.
კობახიძე იყო მშვიდი, კორექტული (რაც მას, როგორც წესი, არ ახასიათებს), ინფორმაციული და ასე ვთქვათ, მშვიდი ცურვის რეჟიმში, ძალიან ეადვილებოდა ოპოზიციასთან გამკლავება.
“მადლობა” ოპოზიციას, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი პოლიტიკოსი დააწინაურეს ჩემს თვალში.

ჰო… რაც შეეხება სხდომის წამყვანს, ბოკუჩავა იყო ზომიერი, კორექტული წამყვანი და როგორც კობახიძემ მოუგო ოპოზიციას 1:0, ისე თინა ბოკუჩავამ მოუგო 1:0 იმ ოპოზიციონერებს, რომლებმაც ისტერიკა ატეხეს, რას ჰქვია, ბოკუჩავამ უნდა წაიყვანოს სხდომაო.

მთლიანობაში, საერთო პოლიტიკური გარემო არის პრიმიტიული, დემაგოგიური, კლიშეებითა და ტრაფარეტებით სავსე, დაბალი პოლიტიკური კომპეტენციით, დაბალი პოლიტიკური კულტურითა და იაფი პოპულიზმით გამოხატული.”– წერს არჩილ გამზარდია.

Continue Reading

Previous: რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰყავს კოლექტივი, რომელიც დიდი ხანია ემსახურება თავის საქმეს და რა თქმა უნდა, გაგრძელდება კონსულტაციები, მთავარია, ოპტიმალური გამოსავალი ინახოს
Next: მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა  პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატთან – ამერიკის ელჩი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025