Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი, ასეთი სწრაფი ზრდა აქამდე არ გვქონია, მადლობა ამ ინიციატივისთვის განათლების მინისტრს

მარშალ პრესი 07/02/2024
ირაკლი კობახიძ2

წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი. ხელფასების ასეთი სწრაფი ზრდა ჩვენ აქამდე არ გვქონია, მადლობა ამ ინიციატივისთვის განათლების მინისტრს – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას.

მისი თქმით, განათლების სფეროში რეფორმების განხორციელება გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების ყველა საფეხურზე ინფრასტრუქტურის განვითარებას.

„ამჟამად მიმდინარეობს 250 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი და ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი.

ასევე გაგრძელდება 4 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების და ორი სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა. როგორც მოგეხსენებათ, წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი. ხელფასების ასეთი სწრაფი ზრდა ჩვენ აქამდე არ გვქონია და მადლობა ამ ინიციატივისთვის განათლების მინისტრს. იგეგმება ეროვნული სასწავლო გეგმის განახლება და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სახელმძღვანელოების განახლებაზე, რაც ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ასევე იგეგმება ყველა არაქართულ სკოლაში ორენოვანი სწავლების დანერგვა, ზომები იქნება მიღებული იმისთვის, რომ სკოლებში ბავშვები უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია, რაც 2017 წელს, ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა
Next: რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰყავს კოლექტივი, რომელიც დიდი ხანია ემსახურება თავის საქმეს და რა თქმა უნდა, გაგრძელდება კონსულტაციები, მთავარია, ოპტიმალური გამოსავალი ინახოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025