Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქართული სოფელი, ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 07/02/2024
ირაკლი-კობახიძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, სოფლის მეურნეობის სფეროში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, გაგრძელდება ყველა დაწყებული პროექტი და გაიზრდება წვდომა ფინანსურ ინსტრუმენტებზე.

“ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქართული სოფელი, ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება. აქაც გაგრძელდება ყველა ის დაწყებული პროექტი, რომელიც ამ სფეროში ხორციელდება. გვინდა გაიზარდოს წვდომა ფინანსურ ინსტრუმენტებზე, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთათვის. ხელს შევუწყობთ კვლავაც მემცენარეობის, მეცხოველეობის, თევზჭერის, ბიოწარმოების, გადამუშავების და შემნახველი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, აგროდაზღვევის, სამელიორაციო სისტემის განვითარებას. ასევე ვიზრუნებთ იმაზე, რომ გაფართოვდეს არსებული ბაზრები სოფლის მეურნეობისთვის და მოვიძიოთ ახალი ბაზრები.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება იქნება ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი
Next: ინფრასტრუქტურული პროექტები მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია და პოტენციალი, რასაც ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025