Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გრძელდება შეკვეთილი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ – არჩილ თალაკვაძე

მარშალ პრესი 07/02/2024
არჩილ თალაკვაძე

როგორც ჩანს არის კონტრაქტები, რომელიც ჯერ არ ამოწურულა და ამ კონტრაქტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე სტატია გამოჩნდება, თუმცა, ეს რეალობას უკვე მოწყვეტილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„გრძელდება შეკვეთილი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. წინა თვეებში აშშ-მა პირდაპირ გამოაქვეყნა დოკუმენტები, სადაც გამოჩნდა, რომ სააკაშვილის გარემოცვას ასობით ათასი, მილიონამდე დოლარი ჰქონდა გადახდილი იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი საერთაშორისო მასშტაბით გაეშავებინათ. ამ კონტრაქტში შედიოდა სწორედ სხვადასხვა სპიკერის დაქირავება, სტატიები, გადაცემები. როგორც ჩანს არის კონტრაქტები, რომელიც ჯერ არ ამოწურულა და ამ კონტრაქტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე სტატია გამოჩნდება, თუმცა, ეს რეალობას უკვე მოწყვეტილია“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

„პატიმარი და ოლიგარქი – ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის“ – ამ სათაურით The Economist-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორიც, მკითხველს მხოლოდ იმ ინფორმაციას უყვება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარემ მიაწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი იანვარში საქართველოში იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა, მათ შორის, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელთან, მარიამ ჯიშკარიანთან.

Continue Reading

Previous: გულწრფელად ვუსამძიმრებ ბატონი ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას
Next: ჩემი პატიმრობა არის საქართველოს ხელისუფლების დიდი, მსოფლიო მასშტაბის სირცხვილი – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025