IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

20 ივნისი რად მიღირდა, იცით? 20 ივნისის მიღირდა იმად, რომ ამ ქვეყანაში მეოთხედ, მეხუთედ და მეათედ პოლიტიკური წესრიგი პარლამენტში შეჭრითა და ძალადობით არ უნდა შეიცვალოს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას დეპუტატ ელენე ხოშტარიის კითხვის საპასუხოდ.

აი, ამად მიღირდა 20 ივნისი და ამას იმხელა ფასი აქვს, რომელიც თქვენ შეიძლება ვერ წარმოგიდგენიათ იმიტომ, რომ ბევრი თქვენგანი, როდესაც ძალადობრივად ამ ქვეყანაში პოლიტიკური წესრიგი იცვლებოდა, ამაში მონაწილეობას იღებდა. ამიტომ უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ამიტომ უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომ აი, ეს პოლიტიკური ელიტა ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შეიცვალოს და რომ არასდროს ამ ქვეყანაში კიდევ ძალადობით, პარლამენტში შეჭრით პოლიტიკური წყობა არ უნდა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებით. აი, ამად მიღირდა 20 ინვისი”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება