Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

მარშალ პრესი 07/02/2024
426140449_770595398456381_86301502534816417_n

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს, მომდევნო თვეებში რეფორმის ფარგლებში სააგენტო მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა სოფელს მოიცავს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, უმრავლესობის წევრები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ბოხაშვილსა და სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდნენ, შეხვედრაზე მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

2022 წლიდან დღემდე აზომილია 699 715 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 559 630 მიწის ნაკვეთზე, პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო, შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი და განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.

Post navigation

Previous: “ლელო” – ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დიდ ფულს ხარჯავენ პოლიტიკურ პიარზე, მაგრამ მრჩება განცდა, რომ მათ ყოველ ჯერზე საკუთარი გუნდის შიგნით დასცინიან
Next: ლევან იოსელიანი აღასრულების ბიუროს წინადადებით მიმართავს, რომ ზამთარში არ მოხდეს ადამიანების გამოსახლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.