Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფორმალური პრეზიდენტი, რომელიც სულ რაღაც 2 წლის წინ, ოპოზიციის მხრიდან სამარცხვინო, რეზიდენტი და ღალატის ფორმულა იყო, ახლა ქარიზმატულ ოპოზიციურ ლიდერად იქცა არა ბუნებრივად, არამედ გლობალური ომის პარტიის დავალებით

მარშალ პრესი 07/02/2024
ზურაბ ქადაგიძე

„ფორმალური პრეზიდენტი, რომელიც სულ რაღაც 2 წლის წინ, ოპოზიციის მხრიდან სამარცხვინო, რეზიდენტი და ღალატის ფორმულა იყო, ახლა ქარიზმატულ ოპოზიციურ ლიდერად იქცა არა ბუნებრივად, არამედ გლობალური ომის პარტიის დავალებით!“ – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება.

მისივე თქმით, თუ „გლობალური ომის პარტია“ ჩათვლის, რომ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში უნდა შეიქმნას, „კვაზი-კოალიცია“ ის შეიქმნება.

„აგენტოკრატების“ ხვედრი… სიბრიყვეა იმის დაჯერება, რომ ოპოზიციურ გაერთიანებებსა და კოალიციებს, პარტიები საერთო მიზნით, მისწრაფებებითა თუ იდეებით შექმნიან. მიუხედავად იმისა, ვის როგორი რეიტინგი და წარსული, რა მასშტაბის ნდობა და ავტორიტეტი, რისი შესაძლებლობა და უნარი გააჩნია, აუცილებლად დაექვემდებარებიან დავალებას, რომელიც გარედან მოვა. თუ კი ჩათვლის, „გლობალური ომის პარტია“, რომ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში უნდა შეიქმას „კვაზი-კოალიცია“ შეიქმნება და თუ ჩაითვლება, რომ გლობალურ პოლიტ-კონიუნქტურას დაყოფა და რადიკალიზმის დივერსიფიცირება ესაჭიროება, მაშინ არ მოხდება. ასეთია „აგენტოკრატების“ ხვედრი – რა დავალებასაც მიიღებენ, უაპელაციოდ უნდა შეასრულონ თუნდაც, კარდინალურად დაპირისპირებულ და ერთმანეთის მიუღებელ, პოლიტიკურ პლატფორმებს წარმოადგენდნენ. ასეა სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაშიც – ფორმალური პრეზიდენტი, რომელიც სულ რაღაც 2 წლის წინ, ოპოზიციის მხრიდან სამარცხვინო, რეზიდენტი და ღალატის ფორმულა იყო, ახლა ქარიზმატულ ოპოზიციურ ლიდერად იქცა არა ბუნებრივად, არამედ გლობალური ომის პარტიის დავალებით!ასეთია „აგენტოკრატების“ ხვედრი – საკუთარ მოსაქმებულს მოაწმენდინებენ და ფსევდო-გაერთიანების სახელით, პოლიტიკურ პროსტიტუციაშიც მიაღებინებენ მონაწილეობას.“ – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: „სალომე ზურაბიშვილს დასავლეთიდან დაურეკეს და უთხრეს: – სალო გეყოფა ევროტურები ახლა შექმენი ფანჩატურები“- გურამ მაჭარაშვილი
Next: თეთნულდი შეიძენს იმ პოტენციალს, რაც მას აქვს და ნამდვილად გახდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი სრიალის მოყვარულებისთვის – სოზარ სუბარი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025