ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუზიარებს

387
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

“ეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს.

საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინა და რაოდენობა გამოცხადდება, როგორც კი ადმინისტრაცია ლოგისტიკურ, სარეგულაციო და მსგავს საკითხებს გადაწყვეტს.

მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე 80 მილიონ დოზას გაიღებს.”– ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება