Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • მედია

მთელი გუნდის სახელით ვიხდით ბოდიშს – “მთავარი არხი” განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 07/02/2024
მთავარი არხი

“2024 წლის 3 თებერვალს „მთავარ არხზე“, „ილო ბეროშვილის ღამის შოუში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული არასათანადო ხუმრობა გაჟღერდა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდით ბოდიშს.”– ამის შესახებ განცხადებას “მთავარი არხი” ავრცელებს.

“მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაცემა არის გარე პროექტი და მზადდება „სი-ქორფორეიშენის“ მიერ, ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას „მთავარი არხის“ ეთერში გასულ გადაცემებზე.

აღნიშნული ხუმრობა უკვე წაშლილია ჩვენი არხის ვებ-გვერდიდან და სოციალური ქსელიდან. ჩვენ სისტემატიურად ვახდენთ თანამშრომლების გადამზადებას, რათა სწორად და უმაღლესი სტანდარტების დაცვით მოხდეს მაყურებლისთვის მსგავსი თემების მიწოდება. ცნობიერების ამაღლების მიზნით „მთავარ არხზე“ კეთდება არაერთი გადაცემა და, შესაბამისად, მსგავსი შემთხვევა ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეულია.”- ნათქვამია განცხადებაში.

Continue Reading

Previous: დურთეს ის რეალობას მთლიანად აცდენილი რეგვენი რძის პროდუქტების კონტეინერში და უკვე მესამე წელია ციხეშია სახედაკარგული – თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე
Next: უკრაინის ხელისუფლებას მიშა სააკაშვილის დესანტის გადმოსხმით არაფერი გამოუვიდა, არც მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებებით და ახლა შეეცადნენ ხელი შეეწყოთ სამხედრო კონფლიქტისთვის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025