Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გლობალური ომის პარტიის „ხელის ბიჭები“ უკრაინაში და ხელის გოგო – ფორმალური პრეზიდენტი საქართველოში

მარშალ პრესი 06/02/2024
ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, იმ ფონზე, რომ სუს-მა ცოტა ხნის წინ სავარაუდო ტერორისტული აქტი აღკვეთა, რომლის მომზადებაში უკრაინის მოქალაქეებიც იყვნენ ჩართულნი, პრეზიდენტს ამის შესახებ ერთი სიტყვაც არ უხსენებია, რაც მის ანტისახელმწიფოებრივ განწყობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

„ჯერ კიდევ ვერ გაგვიაზრებია, თუ რა მასშტაბის საერთაშორისო საბოტაჟსა და კონფრონტაციის რისკს გადაურჩა ქვეყანა იმ განუხორციელებელი ტერორისტული აქტით, რაც უკრაინის მხრიდან დაიგეგმა და რაც ქართულმა მხარემ აღკვეთა.

ამ ფონზე, უკრაინის ნაძირალა ოფიციოზი რაღაც აბდაუბდა განცხადებით შემოიფარგლა და ყველაზე მთავარი – საქართველოს ფორმალურ პრეზიდენტს არც კი გახსენებია, ერთი სიტყვით მაინც გაეკეთებინა სახელმწიფოს მხარდამჭერი განცხადება და სულ რაღაც ორი წუთი დაეთმო დღევანდელ საპარლამენტო გამოსვლაში ამ ბარბაროსული აქტის აღკვეთისთვის.

თუმცა, ერთი ჯოხის ორი ბოლოა – გლობალური ომის პარტიის „ხელის ბიჭები“ უკრაინაში და ხელის გოგო – ფორმალური პრეზიდენტი საქართველოში!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: პრეზიდენტი ცალსახად დაშორდა ხალხს – თამთა მეგრელიშვილი
Next: ირაკლი კობახიძის და სხვების პროგნოზები მართლდება, ქალბატონი ზურაბიშვილი ერის გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურიდან ტრანსფორმირდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნამსხვრევების შემკრებ ერთგვარ ლიდერად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025