Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„უცხოური ძალები“ ცდილობენ, აქ ე.წ. “მესამე ძალა” შექმნან და შემდეგ სათავეში ჩაუყენონ, ან ერთ-ერთ ლიდერად გახადონ სალომე ზურაბიშვილი, ეს დღეს მან პირდაპირ აღიარა

მარშალ პრესი 06/02/2024
გურამ მაჭარაშვილი

„ჩვენც ამას ვამბობთ ზუსტად, რომ ადრეც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი და უსამართლოდ დაგვსაჯეს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი დღეს აღიარებს, რომ საქართველოს ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, ზუსტად ამას ამბობდა „ხალხის ძალაც“, თუმცა მაშინ სალომე ზურაბიშვილი სხვა აზრზე იყო.

„გამოდის, რომ ქალბატონი სალომე ჩვენ, „ხალხის ძალას“ გვეთანხმება, როცა ვამბობდით – დიახ, საქართველოს ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. თუ გვეკუთვნოდა, აქამდე რატომ არ მოგვანიჭეს? ე.ი. უსამართლოდ დაგვსაჯეს. ჩვენც ამას ვამბობთ ზუსტად, რომ ადრეც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი და უსამართლოთ დაგვსაჯეს. პრეზიდენტი, როდესაც აღიარებს, რომ გვეკუთვნოდა, მაშინ გვიპასუხოს, რატომ არ მოგვცეს ადრე? რასაც ჩვენ „ხალხის ძალა“ ვამბობთ და ასევე, „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ დიდი ალბათობაა იმის, რომ „უცხოური ძალები“ ცდილობენ აქ ე.წ. „მესამე ძალა“ შექმნან და შემდეგ სათავეში ჩაუყენონ, თუ ერთ-ერთ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი, ეს დღეს მან პირდაპირ აღიარა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: არც „ეროვნული თვითმყოფადობა“, არც „სახელმწიფო სუვერენიტეტი“, არც „ტერიტორიული მთლიანობა“ დღეს სალომე ზურაბიშვილისგან არ მოგვისმენია იმიტომ, რომ ეს მისი სამშობლო არ არის
Next: პრეზიდენტი ცალსახად დაშორდა ხალხს – თამთა მეგრელიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025