IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჩვენ, ყველამ ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად პარლამენტს ცოტა უფრო მეტი შინაარსი უნდა შევძინოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა კითხვას – ხომ არ გახსოვთ ოპოზიციის მიერ დასმული ერთი რომელიმე შინაარსობრივი კითხვა ასე უპასუხა:

„სამწუხაროდ, არა. გვარების მიხედვით გავყვები, როგორც ოპოზიციის, ისე ყველა დეპუტატის და ამის შეფასებას მივანდობ მოქალაქეებს, ტელემაყურებლებს, ერთადერთი თხოვნით – ქვეყანაში სულ მალე საპარლამენტო არჩევნები იქნება და დღევანდელმა მოსმენამაც დაადასტურა, რომ ბევრი ადამიანი უკვე, ფაქტორივად, შესულია საარჩევნო პროცესში და ჩვენ ყველამ ერთად, მოქალაქეებთან ერთად პარლამენტს ცოტა უფრო მეტი შინაარსი უნდა შევძინოთ და იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები შესაბამის და ზუსტ დასკვნებს გააკეთებენ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება