ექვსმა არასრულწლოვანმა ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი გამოთქვა

414
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

“მას შემდეგ, რაც  ბავშვთა ზრუნვის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა შესულიყო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, აღნიშნული დაწესებულების დატოვების სურვილი 6 არასრულწლოვანის მხრიდან გამოითქვა. მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა.

ამჟამად გრძელდება ინტენსიური მუშაობა, იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

 ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან.

გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში ჩაერთნენ სააგენტოს ფსიქოლოგებიც.”- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება