Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სად იყო ანგარიში, ვინმემ მოისმინა პრეზიდენტმა რა გააკეთა ამ ერთი წლის მანძილზე? – არა, მთელი ე.წ. ანგარიში გაჟღენთილი იყო ნიშნის მოგებით – ამირან სალუქვაძე პრეზიდენტზე

მარშალ პრესი 06/02/2024
ამირან სალუქვაძე

„ვინმემ მოისმინა პრეზიდენტმა რა გააკეთა ამ ერთი წლის მანძილზე? არა. მოვისმინეთ დამოძღვრა, თავი ქართლის დედა ჰგონია, ლანძღვა და ტრიბუნის გამოყენება წინასაარჩევნოდ, მათ შორის კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. ანგარიში – ნული.“- წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშის წარდგენის შესახებ.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ზურაბიშვილის მთავარი ადრესატი იყო ოპოზიცია, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა, მათი გაერთიანება და მათ შემდუღებლად წარმოუდგენია თავი.

„სალომე ზურაბიშვილი იმაზე მეტად გაუნათლებელი და მავნეა, ვიდრე მეგონა.
ე.წ. ანგარიშის დეტალურ განხილვას არ შევუდგები. ზოგადად შევაფასებ. რატომ ეგრეთ წოდებული? აბა სად იყო ანგარიში? ვინმემ მოისმინა პრეზიდენტმა რა გააკეთა ამ ერთი წლის მანძილზე? არა.

მოვისმინეთ დამოძღვრა, თავი ქართლის დედა ჰგონია, ლანძღვა და ტრიბუნის გამოყენება წინასაარჩევნოდ, მათ შორის კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. ანგარიში – ნული.
კიდევ ერთი. ბევრჯერ მაქვს დაწერილი: არ მიყვარს ნიშნის მოგება და ნიშნის მოგებით საუბარი. მთელი ე.წ. ანგარიში გაჟღენთილი იყო ნიშნის მოგებით.

ზურაბიშვილის მთავარი ადრესატი იყო ოპოზიცია, ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მათი გაერთიანება და მათ შემდუღებლად წარმოუდგენია თავი. ვნახავთ რას და ვის შეადუღებს.
განა 2018 წელია, რომ მთელი ქვეყანა დაირაზმოს ვაშაძის და შკლიაროვის წინააღმდეგ? ჰგონია თავისით გახდა პრეზიდენტი. მარგველაშვილსაც მასე ეგონა და სადაა ახლა?

P.S. რაჭა ახსენა დღეს, პოლიტიკური მიზნებისთვის. აჭარაში დღეს სტიქიაა და სიტყვა არ დასცდენია“- წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: აჰაა, გავიდა გაღმა, ვივამედში და დააჯდა სააკაშვილის “ნარატივს” – ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტზე
Next: ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს აჭარაში, სტიქიის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვის გამო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025