Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტი ოპოზიციას მობილიზებას უკეთებს, მაგრამ მათ ლიდერიბას ვერ კისრულობს, რადგან იცის, რომ ოპოზიცია არჩევნებს ვერ მოიგებს

მარშალ პრესი 06/02/2024
დიმიტრი ხუნდაძე

„ოპოზიცია პრეზიდენტმაც მიატოვა, არჩევნებზე გაერთიანდით და საკუთარ თავს მიხედეთო. თავად კი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყო,“ – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას.

ხუნდაძის თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი ანგარიში ანგარიშს არ ჰგავდა. ის უფრო საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მცდელობა იყო, ვიდრე – ანგარიში.

“დღეს, სალომე ზურაბიშვილმა წლიური ანგარიში წინასაარჩევნო გამოსვლით ჩაანაცვლა.

პრეზიდენტს ურჩევნია, ჯერჯერობით ტენდენციურ არბიტრად დარჩეს, ვიდრე წაგებულ ველზე მთლიანად გადაბარგდეს. იგი ოპოზიციას მობილიზებას უკეთებს, მაგრამ მათ ლიდერობას ამ ეტაპზე ვერ კისრულობს, რადგან იცის რომ ოპოზიცია არჩევნებს ვერ მოიგებს. მისი დაანონსება საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა წინასაარჩევნო აქტიურობა. ოპოზიცია პრეზიდენტმაც მიატოვა, არჩევნებზე გაერთიანდით და საკუთარ თავს მიხედეთო.

თავად კი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყო. მისი განცხადება: „ოპოზიციური ლიდერების დაწუნების დრო არ არის“, ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ, სააკაშვილს შეიწყალებს და ამით საბოლოოდ ჩამოიხსნის ნიღაბს.

პრეზიდენტს ერთი სიტყვაც არ უთქვამს ომის საფრთხეზე. ამაში ჩანს მისი წინდაუხედაობაც, უპასუხისმგებლობაც და ცალ ფეხზე დგომაც. სამაგიეროდ, ხშირად ახსენა მოძრაობა „ხალხის ძალა“, ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტი „უცხოური ფულით დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ და კიდევ ერთხელ უწოდა ამ კანონს რუსული. თუმცა, „ევროპულად“ მოაზროვნე ზურაბიშვილს დაავიწყდა ის, რომ ამ „მოსკოვის ნაკარნახებ“ კანონს თავად ევროკავშირი იღებს. პრეზიდენტის დღევანდელი ანგარიში ანგარიშს არ ჰგავდა. ის უფრო საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მცდელობა იყო, ვიდრე – ანგარიში.

სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო პროპაგანდა ნაკლებად საინტერესო იყო მოსახლეობისთვის, რადგან ყველამ კარგად იცის, თუ ვისი დამსახურებაა კანდიდატის სტატუსის მოპოვება, მშვიდობის შენარჩუნება საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. როგორი დაკვეთაც არ უნდა მისცენ ზურაბიშვილს უცხოეთიდან, მისი წარმატებით განხორციელების შანსი უპერსპექტივოა,” – წერს ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: როდესაც უკრაინული მხარე გარკვეული წარმომადგენლებით ცდილობს, რომ საქართველო ხელოვნურად აქციოს რუსეთის სამიზნედ, ძალიან შემაშფოთებელია
Next: დღეს ზურაბიშვილი ქვეყნის სამწუხარო საპრეზიდენტო რეიტინგის სათავეში უპირობო სამარცხვინო ლიდერად მოგვევლინა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025