Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამდენი სიცრუე, რასაც ეს გაყიდული ქალი ციტირებს, უკვე მეტისმეტია – ნინო ფოჩხუა პრეზიდენტზე

მარშალ პრესი 06/02/2024
ნინო ფოჩხუა

როგორ არის მიუღებელი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობა ან მმართველი პარტიისთვის, ან კერძოდ მისი ამომრჩევლისთვის, როცა უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ეს “ლუზერი” ქალი ჩავაბრძანეთ, მისთვის საოცნებო, პრეზიდენტის სავარძელში ან რა ენა უტრიალდება გამართულ საკონსტიტუციო სასამართლო მოიხსენიოს, როგორც სავალალო მდგომარეობაში მყოფი, – ასე ეხმიანება  ნინო ფოჩხუა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, “პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობამ გამოაჩინა არა მხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიუღებლობა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობაც”.

ფოჩხუას თქმით, ზურაბიშვილის ტყუილებზე აგებული გამოსვლა შუღლის გაღვივებას და დესტაბილიზაციის საფრთხის შექმნას ემსახურება.

“ამდენი სიცრუე რასაც ეს გაყიდული ქალი ციტირებს უკვე მეტისმეტია. როგორ არის მიუღებელი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობა ან მმართველი პარტიისთვის ან კერძოდ მისი ამომრჩევლისთვის, როცა უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ეს „ლუზერი“ ქალი ჩავაბრძანეთ, მისთვის საოცნებო, პრეზიდენტის სავარძელში ან რა ენა უტრიალდება გამართულ საკონსტიტუციო სასამართლო მოიხსენიოს, როგორც სავალალო მდგომარეობაში მყოფი, წავიდეს სტრასბურგში, იჩივლოს, ვნახოთ ვისი აჯობებს, მაგრამ მან თუ არა, მისმა “ბოსებმა” ხომ კარგად იციან, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მისი ეს ტყუილებზე აგებული გამოსვლა ემსახურებოდა ისევ შუღლის გაღვივებას და დესტაბილიზაციის საფრთხის შექმნას. არ გათეთრდების ყორანიო, ნათქვამია”- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: პრეზიდენტმა 7-8 მარტის მონაწილეები გააქეზა
Next: ეს ადამიანები ვერ მალავენ საკუთარ ბოროტ ზრახვებს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ ირაკლი კობახიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობაზე”

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025