IMG.GE IMG.GE

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხმა მისცენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ნუ ეძებენ საბაბს, – განაცხადა გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა. მისი თქმით,  გიორგი რურუა  8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

„რვა მარტის შეთანხმება აშკარად მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელსაც კენჭს უყრიან ორშაბათს. ვიმედოვნებ და ჩვენ მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომლებიც ამ შეთანხმების ნაწილი იყვნენ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროცედურაში, ხმა მისცენ და დაამტკიცონ საკონსტიტუციო ცვლილებები. კარგი საარჩევნო კანონმდებლობა არის ხალხის უფლება და ქართველ ხალხს არ უნდა უთხრან უარი იმაზე, რომ ჰქონდეთ საუკეთესო საარჩევნო სისტემა. ამაზე შეუძლიათ ფიქრი პოლიტიკურ პარტიებს.

შეთანხმება არ შეიცავს გიორგი რურუას სახელს. ამ ამბის სხვა ასპექტები საჯარო გახდა ბოლო დღეებში. ბატონმა რურუამ თავად გააკეთა განცხადება. ასე რომ, ეს მკაფიოა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხმა მისცენ ამას და ნუ ეძებენ საბაბს. საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების მიღწევა ჩაიწერება მათ წიგნში, ვინც მას მხარს დაუჭერს“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება