Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ჩარკვიანი, რომელსაც ვიდრე სახლიდან აუშვებენ, ალბათ დამაწყნარებელი უნდა მიართვან – თეა წულუკიანი

მარშალ პრესი 05/02/2024
თეა წულუკიანი

გელათთან დაკავშირებით რასაც ვამბობ, გაუგებარია ადამიანებისთვის, რომლებსაც შინაარსის გამოტანა უჭირთ, მაგალითად, თამარ ჩარკვიანი, რომელსაც ვიდრე სახლიდან აუშვებენ, ალბათ დამაწყნარებლები უნდა მიართვან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში განუცხადა.

მისი თქმით, 2022 წლის 4 ოქტომბერს საპატრიარქომ, როგორც გელათის სამონასტრო კომპლექსის მესაკუთრემ, ოფიციალური წერილით მოსთხოვა სამინისტროს ყველა ტიპის სამუშაოს შეჩერება, რაც მათ გააკეთეს.

„ხშირად ისმოდა ოპოზიციის ანგაჟირებული კითხვები გელათთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ 2022 წლის 4 ოქტომბერს საპატრიარქომ, როგორც გელათის სამონასტრო კომპლექსის მესაკუთრემ, ოფიციალური წერილით მოგვთხოვა ყველა ტიპის სამუშაოს შეჩერება, რაც ჩვენ გავაკეთეთ და სხვაგვარად ვერც იქნებოდა. ამის შემდეგ გაიმართა მოლაპარაკებები, რომლებიც დასრულდა ისე, რომ 2023 წლის 6 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმება ​ნიშნავს წერილობით დოკუმენტს, რომელიც ამბობს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის სრულად რეაბილიტაციის პროცესზე თვითონ საპატრიარქო, როგორც მესაკუთრე, იღებს ვალდებულებას და ამაში, რა თქმა უნდა, სამინისტრო აღარ და ვეღარ ერევა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Continue Reading

Previous: ჩემი შვილებიც ჯარიმდებიან, ყველა ჯარიმდება – ვახტანგ გომელაური
Next: ეს ყველაფერი რომ მომხდარიყო, საქართველო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა და იქნებოდა პრეტენზიები ტერორიზმთან დაკავშირებით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025