Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც ჩანს, ოპოზიცია კიდევ უფრო სუსტდება, არ ვიცი, ასეთი ოპოზიცია როგორ ემზადება არჩევნებისთვის და რისი იმედი აქვს – თეა წულუკიანი

მარშალ პრესი 06/02/2024
თეა წულუკიანი

როგორც ჩანს, ოპოზიცია კიდევ უფრო სუსტდება, არ ვიცი, ასეთი ოპოზიცია როგორ ემზადება არჩევნებისთვის და რისი იმედი აქვს, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მისი მოხსენების საპასუხოდ კითხვები აბსოლუტურად აცდენილი იყო ფაქტებს.

„ეს არ იყო მძიმე სხდომა, როგორსაც მიჩვეული ვიყავით წარსულში. როგორც ჩანს, ოპოზიცია კიდევ უფრო სუსტდება, ამომრჩევლისდა სამწუხაროდ. ჩემი მოხსენების საპასუხოდ, კითხვები იყო აბსოლუტურად ფაქტებს აცდენილი. მე ვსაუბრობდი ფაქტებით. ოპოზიციაში, როგორც ჩანს, უმრავლესობა, ყველას არ ეხება, არიან ადამიანები, ვისაც არ აინტერესებს არც დიდი სპორტული ასპარეზობები, რომლებიც წელს გაიმართება საქართველოში, არც ლევილის რეაბილიტაცია, არც ათეულობით ძეგლის რეაბილიტაცია აინტერესებთ. მათ აინტერესებთ კვლავ და კვლავ სპეკულაციები, ინტრიგა. მინდა, ვთქვა, კითხვების დასმისასაც სისუსტე იყო მკვეთრად გამოხატული. შესაბამისად, არ ვიცი, ასეთი ოპოზიცია როგორ ემზადება არჩევნებისთვის და რისი იმედი აქვს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Continue Reading

Previous: ხაზარაძე/ჯაფარიძის თაღლითურმა დუეტმა რომ ობლიგაციების მფლობელები გადაყარა “ლისი დეველოპმენტის” საქმეში, ამ ამბავს არ ვიმჩნევთ?
Next: როცა ზელენსკი და პოდოლიაკი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხულობენ, ვითომ იმიტომ, რომ უკრაინის მოქალაქეა, თავიანთი სხვა მოქალაქეების ჩართულობა ტერორისტული აქტის სამზადისში არ უნდა მოიკითხონ?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025