Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს უპირატესობა აქვს დასავლეთ ბალკანეთთან შედარებით – ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უკვე მოიცავდა ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესს

მარშალ პრესი 06/02/2024
პაველ ჰერჩინსკი

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებიც დღეს აქ არიან, წინ მიიწევენ მათი გულმოდგინე რეფორმებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების ფრთხილად შესრულების გამო. ამავე დროს, საქართველოს აქვს უპირატესობა დასავლეთ ბალკანეთთან შედარებით. საქართველოსთვის მომზადებული ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უკვე მოიცავდა ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესს, რაც უმეტეს სფეროებს ფარავს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საქართველომ გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა, ის უკვე სრული სვლით მიემართებოდა ევროკავშირის ტექნიკურ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობისკენ, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაფორმებული სტაბილიზაციის და ასოცირების შეთანხმებები კი ასეთი შორს მიმავალი არ ყოფილა.

„გაფართოების პროცესი მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებამდე მისი პოლიტიკური ტრანსფორმაცია სტაბილურ დემოკრატიად, ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემით, სრული და შეუქცევადია, რომ ახალი წევრი ქვეყანა შეიძლება იყოს ევროკავშირის სრული და კონსტრუქციული წევრი. ევროკავშირში ინტეგრაცია დაკავშირებულია რეგიონულ თანამშრომლობასთან. დასავლეთ ბალკანელებმა ეს გაიგეს და მუშაობენ ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მათი ევროკავშირში ინტეგრაციის საუკეთესო შედეგისთვის.

საქართველოსთვის მომზადებული ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უკვე მოიცავდა ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესს, რაც უმეტეს სფეროებს ფარავს. ასე რომ, როდესაც საქართველომ გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა, ის უკვე სრული სვლით მიემართებოდა ევროკავშირის ტექნიკურ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობისკენ. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაფორმებული სტაბილიზაციის და ასოცირების შეთანხმებები არ ყოფილა ისეთი შორს მიმავალი, როგორც საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი საჯარო ადმინისტრაცია, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების უმეტესობაში ჯერაც აღმშენებლობის პროცესშია. ეს ნამდვილად უპირატესობაა, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირთან თანხვედრას, რადგანაც საქართველო შეძლებს რეფორმების დამტკიცებასა და ამოქმედებას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

Continue Reading

Previous: 2024 წელს მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით
Next: გახარიას მიზანი იყო პატრონების დავალებების შესრულება და „ქართული ოცნების“ დაზიანება – დავით მათიკაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025