Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ვირუსულად ვრცელდება ფოტოები, თითქოს წერეთელზე პრობლემები გვაქვს – კახა კალაძე

მარშალ პრესი 05/02/2024
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე „ფეისბუქის“ პირდაპირ ჩართვაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას გამოეხმაურა, თითქოს წერეთლის გამზირზე ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და რეაბილიტაციის პროცესში პრობლემები აღინიშნება.

მისივე განმარტებით, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა დაპირებისამებრ, 1-ელ თებერვალს აღდგა, დანარჩენი სარეაბილიტაციო სამუშაოები კი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„ვირუსულად ვრცელდება ფოტოები, თითქოს წერეთელზე პრობლემები გვაქვს. ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ფოტომასალა, სადაც ასახულია გაჩერების კუნძულებზე დაზიანებული ავტობუსის ტაბლო. რეალურად, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც, დაიმტვრა ავტობუსების ტაბლო. გარდა ამისა, ვრცელდება ფოტომასალა, თითქოს წერეთლის გამზირზე ტროტუარებია ჩავარდნილი. სინამდვილეში, საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტული იუთუბერის მიერ გადაღებული ვიდეოდანაა ამოჭრილი კადრი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული ფოტომასალების გავრცელება პოლიტიკური სპეკულაციებია, რაც საზოგადოების დეზინფორმაციას ისახავს მიზნად.

„მსგავსი პროექტების განხორციელება ყველას უნდა გვიხაროდეს. ასეთი ფაქტები მოწმობს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამ ქალაქის წინსვლა არ უხარიათ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. სამუშაოები მიმდინარეობს, გამზირი იქნება ძალიან ლამაზი, მეტიც ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო მაგარ პროექტს განვახორციელებთ. დედაქალაქის მერია მოწოდების სიმაღლეზე იქნება და გააკეთებს ყველაფერს, რაც სჭირდება ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Continue Reading

Previous: ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს
Next: ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ გელათში, დასრულდება სასამართლოში, რადგან ამის მოთმენას აღარ ვაპირებ – თეა წულუკიანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025