Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკრაინის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით, რადგან ,,ქართული ოცნება” არ ემორჩილება ,,გლობალური ომის პარტიის” დირექტივებს

მარშალ პრესი 05/02/2024
ლადო ბოჟაძე

სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორი რთული გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო, ძნელი წარმოსადგენი არ არის თუ რა შედეგები მოჰყვებოდა რუსეთში დაგეგმილი თავდასხმებისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას ან ასაფეთქებელი ნივთიერებების ნაწილის ადგილზე დატოვებას – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, რის გამოც უკრაინამ ჯერ საკუთარი ელჩი გაიწვია, ხოლო მოგვიანებით საქართველოს ელჩი ,,გამოაძევა” კიევიდან. ბოჟაძის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობების და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების გადაადგილებას, ოდესის საკრებულოში უკრაინის მმართველი პარტიის ,,ხალხის მსახურის” წარმომადგენელი, ანდრეი შარაშიძე უწევდა ორგანიზებას.

“რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან იწყება საქართველოს ამ ომში ჩათრევის გეგმის განხორციელება: ჩარტერული რეისებით მოხალისეების უკრაინაში გაგზავნის და სამხედრო დახმარების გაწევის მოთხოვნა, სოხუმში და ცხინვალში ,,გასეირნების” რჩევის მოცემა, ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებები, რუსეთში სანქცირებული ტვირთების ,,გატარების” ცრუ ბრალდებები და სხვა. საბედნიეროდ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი, ამის გამო უკრაინამ ჯერ საკუთარი ელჩი გაიწვია, ხოლო მოგვიანებით ჩვენი ელჩი ,,გამოაძევა” კიევიდან.

სამწუხაროდ უკრაინის მთავრობა პირდაპირ იყო და ახლაც არის დაინტერესებული საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით, რადგან ,,ქართული ოცნება” იცავს მხოლოდ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს, არ ემორჩილება ,,გლობალური ომის პარტიის” დირექტივებს. 2 წელია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და 2 წუთი არ ჰქონიათ საქართველოს სპეცსამსახურებს მოსვენების საშუალება, რადგან ,,მეგობრებს” და მტრებს შორის რთულია განსხვავების პოვნა.

სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორი რთული გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო, ძნელი წარმოსადგენი არ არის თუ რა შედეგები მოჰყვებოდა რუსეთში დაგეგმილი თავდასხმებისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას ან ასაფეთქებელი ნივთიერებების ნაწილის ადგილზე დატოვებას. ამ დანაშაულის ორგანიზატორი უკრაინის მოქალაქე რომელიც ბათუმშია დაბადებული, ოდესის საკრებულოში უკრაინის მმართველ პარტიას ,,ხალხის მსახურს” წარმოადგენს, რაც დამატებით კითხვებს აჩენს, იმედია უკრაინის ხელისუფლება ითანამშრომლებს საქართველოსთან და არაჟნის კონტეინერით, მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის ოპერაციის მსგავსად, მცდარ ინფორმაციას არ გაავრცელებს!” – წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: იმედია უკრაინის ოფიციალური პირები გასცემენ ყველა კითხვაზე პასუხს – ირაკლი ლატარია
Next: მივესალმები მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ უნდა გადაიხედოს წიგნები, რომელშიც ბევრი მავნებლური რამ წერია – კარგია, რომ ბავშვებს ზოგიერთი რამის შინაარსი არ გამოაქვთ, ისეთი რაღაცები წერია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025