Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

იენს სტოლტენბერგი გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი უკრაინაში

მარშალ პრესი 09/05/2022
სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი უკრაინაში.

გერმანულ გამოცემა „დიე ველტთან“ საუბრისას, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პუტინმა შეიარაღებული ძალები უკრაინიდან უნდა გაიყვანოს და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს.

„ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ ქვეყნის დახმარებას, რომელიც იცავს საკუთარ უფლებას თავდაცვაზე“, – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, 9 მაისის სიტყვით მიმართვას რუსეთის პრეზიდენტი რეგულარულად იყენებს დასავლეთის შესახებ სიცრუის გასავრცელებლად და ნატო-ს გასაკრიტიკებლად.

„ველოდები, რომ პუტინი კიდევ ერთხელ, წელს 9 მაისს გაავრცელებს სიცრუეს ნატო-სა და მთლიანად დასავლეთის შესახებ“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

Post navigation

Previous: განადგურებულ უკრაინაში არესტოვიჩი “ღადაობის” ხასიათზეა
Next: საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ეს არის არამარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვტილება, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.