IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში კონგრესმენ დონ ბეიკონის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, დოკუმენტის ის ნაწილი, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან ბიძინა ივანიშვილის კავშირზეა საუბარი, მას არ დაუწერია და საამისოდ ტექნიკური ექსპერტები აიყვანეს.

„საქართველო ჩვენი მეგობარია, ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია…“ – ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი დონ ბეიკონი… ძნელია, არ დაიჯერო ეს სიტყვები, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ 13 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტიც, სადაც საუბარია აშშ-საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, საქართველოს მიღწევებსა და აშშ-ის დახმარებებზე, ორივე ქვეყნის პარტნიორულ და საამაყო ურთიერთობებზე… მაგრამ ამ წერილმა თავიდან ყურადღება მიიქცია, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მასში კონტექსტიდან ამოვარდნილი, ალოგიკური და აბსურდული წინადადება გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილზე. ცოტა არ იყოს და, დარცხვენილი კონგრესმენი არათუ გაემიჯნა ამ აბსურდს, არამედ პირდაპირ განაცხადა შემდეგი: „მე ამ დოკუმენტის ეს ნაწილი არ დამიწერია. ჩვენ ტექნიკური ექსპერტები ავიყვანეთ, რომლებიც დაგვეხმარნენ დოკუმენტის შედგენაში. მე ამ დოკუმენტის სტრატეგიული ნაწილით ვიყავი დაკავებული. ჩვენ საქართველოსთან ახლო ურთიერთობები გვსურს. საქართველო ჩვენი მეგობარია. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია“.

მძიმეა ამის მოსმენა, მაგრამ იქნებ თავიდანვე და კარგად გაგერკვიათ, ვინ არიან ეს ტექნიკური ექსპერტები? იქნებ მეტი ყურადღებით მოკიდებოდით იმას, რაზე აწერთ ხელს? ჩვენ კი პირდაპირ გეტყვით, რომ მიუხედავად მავნებელთა მცდელობისა, ვერავინ შეიტანს ბზარს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში, მით უმეტეს, ჩვენ, ქართველებმა, ძალიან კარგად ვიცით ამ ბოროტმოქმედთა ვინაობა – საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მომართული „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ლობისტებითა და ინტერეს-ჯგუფებით, მავნებელთა კლასტერი, რომელიც ისეა გადამტერებული საკუთარ ხალხზე და საკუთარ სახელმწიფოზე, რომ ყველაფერს იკადრებს!

დარწმუნებული ვარ, ასეთი სახის მტრული და არაკეთილსინდისიერი წინადადებები თუ ჩანაწერები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომელიც არასდროს ყოფილა ისეთ მაღალ ნიშნულზე, როგორც დღეს არის!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება