უკაცრავად, ძააალიან აღელვებული ვარ, ანი მიროტაძემ “ლელო” დატოვა – გია გაბრიჭიძე

1053
წაკითხვა/ნახვა
mpn

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ეხმიანება ანი მიროტაძის მიერ, პარტია “ლელო”-ს დატოვებას და სოციალურ ქსელში სახუმარო პოსტს აქვეყენბს:

“ანი მიროტაძემ “ლელო” დატოვა (უკაცრავად, ძააალიან აღელვებული ვარ და შეიძლება “დატოვას” ნაცვლად “დასტოვა” უნდა დამეწერა, მაგრამ გთხოვთ მაპატიოთ 

არადა რა დროს! ზუსტად მაშინ, როცა ამერიკელი სენატორები ჩამოვიდნენ!
არა, ჩემი აზრით სენატორებმა გაიგეს რომ ანი მიროტაძე “ლელოს” ტოვებდა (ან “სტოვებდა”) და მაგიტომ ჩამოვიდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ “ლელო” ანის გარეშე იბრძოლებს.

ეჰ, კიდევ კარგი კატა ბეჰემოთმა არ იცოდა ანი მიროტაძის არსებობის შესახებ, თორემ ბერლიოზის თავის მოკვეთის წინ “ანუშკამ ზეთი უკვე დააქციას” ნაცვლად იტყოდა – ანი მიროტაძემ “ლელო” და-ს-ტოვა”- წერს გია გაბრიჭიძე.

კომენტარები
mpn
მოწონება