
ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:
ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
,,ვივამედში” მიხა აღარ მამკვდარიყო,
დიდ ტაშტშია არ ეტია,
პატარაში ლაღად იყო!
შავნოდარას ზღაპრებზე აღარ ვაპირებდი რამის თქმას, მაგრამ ახლა ისეთი კრეტინული რაღაცა ამომიგდო ვიდეოს სახით, ვეღარ მოვითმინე.
კრეტინობაც არის და კრეტინობაც!
როგორცა სჩანს, შავი ნოდარა ძაან გაკოტრდა და ახლა ისეთებს იგონებს, მარტო უნდა იჯდე და მუცელი ხელით გეჭიროს.
ცირკიო?
რა ჩვენ ფეხებად გვინდა ცირკი, მთელი საჭუტაანეთი ცირკ-შაპიტო არ არი?!
შავნოდარას ბოლო ზღაპრის თანახმად, კახა კალაძე დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის წამოწყებას აპირებს.
(აბა, ეს იცოდით? ან კი საიდან უნდა გცოდნოდათ, სანამ ჭუტაანთ უბორნიაში არ გამააცხადებდნენ?)
თურმე მას ხელში ჩაუვარდა ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის ,,გამოკვლევებულობა”, რომლის მიხედვითაც, თუ კალაძე ოპოზიციაში წავა, ,,ქართულ ოცნებას” 11 პროცენტს წაართმევს.
გაიგონეთ?
თუ კალაძე ოპოზიციაში გადავა, ,,ქართულ ოცნებას” 11 პროცენტს წაჰგლეჯს და რასაკვირველია, იგივე ,,ქართული ოცნება” უმრავლესობას დაჰკარგავს.
კარგი, დავუშვათ, კალაძე წავიდა ოპოზიციაში, იმ 11 პროცენტს სად წაიღებს, ნაცებში, გნაცებსა თუ შმაცებში?
აი, ამის თაობაზე შავნოდარას ზღაპარში არაფერი წერია!
სიტუაციის გასარკვევად კალაძეს აწყვეტილი ქალი მიუხტა – ,,ქართული ოცნება” თქვენგან სიურპრიზებს უნდა ელოდოსო?
კალაძე ნაცნობებს მიესალმა, აწყვეტილი ქალის ხვაშიადი ვერ გაიგო.
აწყვეტილმა ქალმა – თქვენ ხომ ყველაზე რეიტინგული ლიდერი ხართ ,,ქაღტულ ოცნებაშიო”?
კალაძემ – ჩვენი გუნდი ემზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისო.
როცა ინტრიგნულ-კრეტინულ შეკითხვებზე აწყვეტილმა ქალმა სტუდიურად განაგრძო:
თურმე, უკვე 12 წელია ბიძინა ივანიშვილს კახა კალაძე სათადარიგო მოთამაშის სკამზე ჰყავსო.
თურმე, ივანიშვილი ადრე კალაძეს ჯერ პრეზიდენტობას, ხოლო შემდეგ პრემიერობას პირდებოდა.
თურმე, ივანიშვილი კალაძეს ახლა ეუბნება, ცოტა ხანს კიდევ უნდა მოიცადო-ვო. როგორც დავინახეთ, კალაძეს პრემიერობის შანსმა ამჯერადაც მიღმა ჩაუარაო.
თურმე, კობახიძის გაპრემიერებით ივანიშვილმა პარტია დაასუსტა, მაგრამ კალაძეს შანსი ისევ არ მისცა.
აწყვეტილი ქალი ხელახლა მიესია კალაძეს – თქვენ ,,ოცნებაში” ყველაზე მეტი რეიტინგი გაქვთ, ნუთუ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას არ აპირებთო?
პოლიტიკის წარმოებასო!
კახას პასუხი – მე რომ ხალხში მაქვს სიყვარული და პატივისცემა, ეს არის ჩემი გუნდის დამსახურება!
წერტილი.
აქ ვიდეო გამოვრთე, შავნოდარას ზღაპრების მოსმენა შეუძლებელია – სიცილი კი არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, მაგრამ გადამეტებულიც არაფერი ვარგა, მავნებელია.
არა, მოწინააღმდეგის პარტიაში ,,ჩორტის” ჩაგდება გამიგია, როგორ არა, მაგრამ აეგრე დუპლეტურად ნაღდად არ გამიგია! – წერს ზედელაშვილი