Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კარგია, რომ სუს-ის მიერ ინფორმაცია საჯაროვდება, რადგან ერთი მხრივ, ეს საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდისთვისაა აუცილებელი – სარჯველაძე

მარშალ პრესი 05/02/2024
მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხელ სარჯველაძე სუს-ის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას ეხმიანება.

„საქართველოში თუ არის ადამიანი, მისი მოქალაქეობისგან დამოუკიდებლად, იქნება ეს საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ინტერესი, საქართველოში რაიმე ფორმით, აკრძალული ნივთების გამოყენებით აფეთქება მოაწყოს და რაღაც უბედურება დაატრიალოს, ყველა ასეთ „ინტერესთან“, „ინიციატივასთან“ დაკავშირებით სუს-ს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, უნდა ფლობდეს ამ ინფორმაციას, ადევნებდეს თვალს და სამართლებრივად უნდა რეაგირებდეს.

კარგია, რომ ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმაცია საჯაროვდება, რადგან ერთი მხრივ, ეს საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდისთვისაა აუცილებელი და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ყველ აქვს შესაძლებლობა, პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით სწორი დასკვნები გამოიტანონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.

Post navigation

Previous: რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლებს არ აქვთ მორალური უფლება, ასეთი ტონით და რიტორიკით ისაუბრონ – ოხანაშვილი
Next: თქვენ თქვენი თავი ვინ გგონიათ? ჩვენი დამრიგებელი ხართ, თუ ვინ ხართ? – ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს მიმართავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.