Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა ეჭვის საფუძველს რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ, დაჰბრალებოდა საქართველოს

მარშალ პრესი 05/02/2024
სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონტრტერორისტული ცენტრის მიერ რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობისა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ამოღების საკითხზე ბრიფინგი გაიმართა.

უწყებაში განმარტავენ, რომ კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ელექტრომანქანისთვის განკუთვნილი ორი ერთეული აკუმულატორი. სუს-ის ცნობით, არსებული აკუმულატორები გამოყენებული იყო კონტეინერებად.

„აღნიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ, დაჰბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში, – განაცხადეს ბრიფინგზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.

ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას.

ომში ჩართვის მცდელობა გრძელდება ახლა უკვე ტერაქტების სახით – ეს უპირობო კონფლიქტს წარმოქმნიდა საქართველო-რუსეთს შორის –

Continue Reading

Previous: ომში ჩართვის მცდელობა გრძელდება ახლა უკვე ტერაქტების სახით – ეს უპირობო კონფლიქტს წარმოქმნიდა საქართველო-რუსეთს შორის –
Next: უკრაინას სურს, საქართველო რუსეთთან კონფრონტაციაში ჩაერთოს – გახმაურებული ინფორმაცია, მხოლოდ აისბერგის წვერია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025