Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კრიმინალური პოლიციის რეფორმებზე ისაუბრა

მარშალ პრესი 05/02/2024
ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანაზე, დანაშაულთან ბრძოლის ფექტიანი მექანიზმების შემუშავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის ზრდასთან ერთად, უწყება განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რაც რეაგირების
მექანიზმების გაუმჯობესებას და პოლიციელების კვალიფიკაციის ამაღლებას
ემსახურება.

„მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სრულად გაიმიჯნა საგამოძიებო, ოპერატიული და
პრევენციული მიმართულებები. დამოუკიდებელ საშტატო ერთეულებად ჩამოყალიბდა გამომძიებლის შტატი. გაიზარდა გამომძიებელთა ხელფასები და მათი ფუნქციები სრულად დაკავშირებული გახდა დანაშაულის გამოძიებასთან.
ამავე რეფორმის ფარგლებში, 2023 წლის 25 ოქტომბრიდან დამოუკიდებელ
ტერიტორიულ ორგანოდ ჩამოყალიბდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება.“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

Continue Reading

Previous: ვახტანგ გომელაური: საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
Next: ვახტანგ გომელაური: მიმდინარე წელს, დამატებით იგეგმება 31 ერთეული სახანძრო ავტომობილისა და 15 ერთეული სწრაფმავალი კატარღის შესყიდვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025